ტერაქტი ესპანეთში

2 ტერაქტი ესპანეთში: მოკლულია 5 ეჭვმიტანილი, 3 კი დაკავებულია

BBC

ბარსელონაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა კურორტ კემბრილსზე ტერაქტი მოხდა. დასავლური მედიის ცნობით, მანქანა ხალხში შეიჭრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. კატალონიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის 1 პოლიციის ოფიცერია. 

ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელების მანქანა ამოყირავდა და როდესაც თავდასხმელები მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდნენ, მათ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. მედიის ცნობით, ერთერთი მათგანი დანით იმუქრებოდა. მათივე ცნობით, თავდამსხმელებს წელზე შაჰიდის ქამრები ეკეთათ. პოლიციის მტკიცებით, კემბრილსზე თავდამსხმელებს ბარსელონაზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდათ. 

პოლიცია ამბობს, რომ ზღვისპირა კურორტზე ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

ესპანეთში მომხდარი თავდასხმების შედეგად, დროის სხვადასხვა მონაკვეთში სულ 3 პირი დააკავეს, თუმცა პოლიცია ავტობუსის მძღოლს ისევ ეძებს. დაკავებულთაგან ერთი, პირველი თავდამსხმელი 28 წლის დრის უბაქირი ბრალდებას უარყოფს, თუმცა ავტობუსი, რომლითაც მოქალაქეებს გადაუარეს, მის სახელზე იყო ნაქირავები. 

აღსანიშნავია, რომ დრის უბაქირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. წარსულში კი, გარკვეული დრო პატიმრობაშიც აქვს გატარებული, ის 2012 წელს გათავისუფლდა. უბაქირი მაროკოს მოქალაქეა.

ბარსელონაზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულების ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. 

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობას ე.წ ისლამური სახელმწიფო იღებს.

კომენტარები