ტერაქტი ბარსელონაში

კატალონიის შს მინისტრი: დაღუპულია 13 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია

Twitter

კატალონიის შს მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

თავდამსხმელს, რომელიც, სავარაუდოდ, ფეხით გაიქცა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კატალონიის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიაკაცია მიანიჭა.

კომენტარები