ტერაქტი ბარსელონაში

ტრამპი: აშშ გმობს ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს გმობს.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს და ესპანეთის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს. იყავით მტკიცედ და ძლიერად, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ", - წერს ტრამპი Twitter-ზე.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის პოლიციის განცხადებით, ბარსელონაში მომხდარი თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ნაწილის ცნობით კი, ტერაქტს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები