ფული

¢1-ცენტიანი მონეტის დამზადება ამერიკის ხაზინას ¢1.5 ცენტი უჯდება

Getty Images

2016 წელს ამერიკამ 9.1 მილიარდი ¢1-ცენტიანი მონეტა მოჭრა. 

ამერიკის ხაზინა მის მიერ მოჭრილი ყოველი ახალი ¢1 ცენტიანი მონეტით გადასახადის გადამხდელთა ფულს ანადგურებს, რადგანაც ამ მონეტის დამზადება ერთ ცენტზე ძვირი ჯდება. 

ამ გზით 2016 წლის განმავლობაში ხაზინამ $46 მილიონი დოლარი "გაანადგურა", რადგანაც აღნიშნული მონეტების დამზადება მათ ღირებულებასთან შედარებით ამდენად ძვირი დაჯდა.

ერთ ცენტიანი მონეტების დამზადება 11 წელია მათ ნომინალურ ფულად ღირებულებაზე ძვირი ჯდება, რისი მიზეზიც გლობალურ ბაზარზე თუთიისა და სპილენძის გაძვირებაა. 

2010 წელს კონგრესმა ხაზინას მიმართა რეკომენდაციით მოენახა უფრო ეფექტური გზა ერთცენტიანების დამზადებისთვის, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ასეთი გზა არ არსებობს. 2015 წელს კი ხაზინის დეპარტამენტის უფროსმა ერთცენტიანების ბრუნვიდან ამოღების წინადადება წამოაყენა, თუმცა საბოლოოდ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა. 

კრიტიკის მიუხედავად აშშ მათ გამოშვებას განაგძობს. მეტიც, გასულ წელს იმაზე მეტი ერთცენტიანი მოიჭრა, ვიდრე ყველა სხვა ნომინალის ფულის ნიშნები ერთად.

¢5 ცენტიანის დამზადებაც მის ღირებულებაზე ძვირი ჯდება. 2016 წელს მისი მოჭრის ღირებულებამ ¢6.3 ცენტი შეადგინა.

ავსტრალიამ ყველაზე მცირე ნომინალის მონეტების ბეჭდვა მათი არაპრაქტიკულობიდან გამომდინარე 1990 წელს შეწყვიტა, 2012 წელს ანალოგიური გადაწყვეტილება კანადამაც მიიღო, რითიც ის წელიწადში $11 მილიონ დოლარს ზოგავს.

ერთცენტიანი მონეტის მსყიდველუნარიანობა 100 წლის წინ დღევანდელი ¢25 ცენტის ტოლფასი იყო, თუმცა ინფლაციის გამო დღეს ერთცენტიანი არაპრაქიკულია. აშშ-ში ერთი ცენტი პრაქტიკულად არაფერი არ ღირს, რის გამოც აღნიშნული მონეტა მხოლოდ ხურდის დაბრუნებისთვის გამოიყენება. 

ცენტის შენარჩუნებისთვის ლობისტური ჯგუფები იბრძვიან. ერთ-ერთი ასეთი ლობისტური ასოციაციაა Americans for Common Cents. ორგანიზაციის შეფასებით, ერთცენტიანი მონეტა აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და მასზე უარის თქმა არ შეიძლება. ამ ასოციაციის უკან დგას კომპანია Jarden Zinc Products ის ერთადერთი მიმწოდებელია, რომლისგანაც ხაზინა დასაბეჭდად გამზადებულ მონეტის პლანშეტებს ყიდულობს.

კომენტარები