საპატრიარქოს დაფინანსება

მეუფე ანტონი: ეკლესია ყველგან ფინანსდება, რა არის ამაში უცხო? რატომ სძულთ ეკლესია?

რესპუბლიკელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და, უბრალოდ, ერთი მაინც იფიქრონ ეს მარტო საქართველოშია ასე თუ ყველგან ასეა. საქართველო გამონაკლისი ხომ არაა? თუკი სადმე დემოკრატიული ქვეყანაა, ეკლესიები ყველგან ფინანსდება. რა არის ამაში უცხო? პირიქით. უცხოეთში 5 თუ შეიკრიბება და იტყვის, რომ ჩვენ ვართ ესა და ეს სექტა, 2 წელი თუ გაძლეს, მე-3 წელს სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს. რა არის ამაში უცხო, ვერ ვგებულობ? რამ შეაზარათ ასე ეკლესია? რატომ ძულთ ასე ეკლესია? 

მიტროპოლიტი ანტონი საუბრობს რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც საპატრიარქოს 25-მილიონიან დაფინანსების საკითხს ეხება. რუსთავი 2-ის ინტერვიუ

კომენტარები