კინემატოგრაფია

Paramount-ის ახალ ფილმში ლეონარდო და ვინჩის როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს

Larry Busacca/Getty Images; Hulton Archive/Stringer

Paramount Pictures-მა Universal Pictures-თან ბრძოლა მოიგო და უოლტერ ისააკსონის წიგნზე "ლეონარდო და ვინჩი" ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.

უოლტერ ისააკსონი, რომელიც სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს წერს, როგორიცაა მაგალითად, ალბერტ აინშტაინი, სტივ ჯობსი, ბენჟამინ ფრანკლინი და სხვები, არაერთხელ მომხვდარა New York Times-ის ბესტსელერების სიაში, მათ შორის ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიაზე დაწერილი წიგნითაც. 

დიკაპრიოს სურვილი განასახიეროს ლეონარდო და ვინჩი გასაკვირი არ არის. ოსკაროსანი მსახიობის დედას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას შემდეგ გადაწყვიტა შვილისთვის ლეონარდო დაერქვა, როცა 1974 წელს ფეხმძიმობისას ფლორენციაში და ვინჩის ნახატებს ათვალიერებდა და მუცელზე პირველად იგრძნო ნაყოფის ბიძგი. 

XV-XVI საუკუნეების გენიოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყება.

კომენტარები