მაგისტრალის დაზიანების გამო, საბურთალოს ნაწილს წყალი ხვალ დილამდე არ ექნება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ზემო ვეძისის ქუჩაზე კომპანიის ცენტრალური მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა. GWP-ს ცნობით, ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამის გამო, დღეს, 14 აგვისტოს 15:30 საათიდან, ხვალ, 15 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ზემო ვეძისის, ბენდუქიძის დასახლებებს, გოთუას და თამარაშვილის ქუჩებს; დიღმის მასივის I კვ-ის და ვაშლიჯვირის დასახლების ნაწილს.

"წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი “ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები