ავტოსაგზაო შემთხვევა

ბორჯომში, ე.წ. პლატოს აღმართზე კვადროციკლის ამობრუნებას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომში, ე.წ. პლატოს აღმართზე კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ბავშვები და კვადროციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთითა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევით ისჯება.

კომენტარები