ავტოსაგზაო შემთხვევა

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა, 4 კი დაშავდა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

უწყების ცნობით, დაშავებულები არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

სამინისტრო რიგითი შ.ლ -ს და კაპრალ ი.ბ-ს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები