თბილისის მერია

მერია: აღმაშენებლის გამზირზე უნებართვო ღია კაფეების დემონტაჟი მოხდება

თბილისის მერია

თბილისის მერიის მიერ დღეს გავცრელებული განცხადების მიხედვით, აღმაშენებელის გამზირზე  ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. 

მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ თექვსმეტივე ღია კაფის მეპატრონეს გაფრთხილება პირადად მისცა.

სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი ობიექტების დემონტაჟი დაევალათ. 

მერიის იფნორმაციით, პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს. 

კომენტარები