მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამჯერად უნგრეთში იმყოფება

Mikheil Saakashvili / Facebook

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჯერად უნგრეთში იმყოფება.

სააკაშვილი ვიზიტის ფოტოს თავად აქვეყნებს და წერს, რომ უნგრეთში ბალატონის ტბაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

ექსპრეზიდენტი უნგრეთში პოლონეთისა და ლიტვის შემდეგ ჩავიდა.

23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რა დროსაც ის აშშ-ში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილსა და დოკუმენტში ჩამოთვლილ სხვა პირებს მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.

კომენტარები