ავტოავარია

თბილისში, ავტოავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. შედეგად, მოტოციკლის მძღოლმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები