საფრანგეთში ეროს დეპარტამენტში ხანძარის გამო სულ მცირე 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ქალაქ მონპელიედან 40 კილომეტრის მოშორებით გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ფართობი 500 ჰექტარს შეადგენს. ხანძარის ჩასაქრობად კი ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. მათ გარდა სამაშველო ოპერაციაში ექვსი ვერტმფრენი და რამდენიმე სახანძრო თვითმფრინავიც არის ჩართული.





