ხანძარი

წელს საქართველოში ხანძრებში დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ხანძარი მთაწმინდაზე
ნოდარ ცხვირაშვილი

2017 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ხაძრების შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა, ეს რიცხვი თითქმის იმდენივეა, რამდენიც შარშან 12 თვეში იყო. საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოში 7 097 ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ტრამვირებულად 109 ადამიანი დატოვა და 294 შენობა გაანადგურა. 

გუშინ საღამოს მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა 2 ჰექტარი წიწვოვანი ტყე.

ხანძრებში დაღუპულთა რაოდენობა წლების მიხედვით:

  • 2010 - 40 დაღუპული
  • 2011 - 45 დაღუპული
  • 2012 - 56 დაღუპული
  • 2013 - 43 დაღუპული
  • 2014 - 68 დაღუპული
  • 2015 - 67 დაღუპული
  • 2016 - 49 დაღუპული
  • 2017 წლის პირველი ნახევარი - 48 დაღუპული

კომენტარები