ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში ირანის მოქალაქე დააკავეს

gem fest

სამართალდამცველებმა ანაკლიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ფ.ა.-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. შსს-ს ცნობით, მისი დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი: 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება.

"პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღო სხვადასხვა ფერის და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა" - აცხადებს შსს.

კომენტარები