ნარკოდანაშაული

პოლიციამ Gem Fest-ზე 38 აბი ექსტაზისთვის ორი პირი დააკავა

gem fest

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ზე ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. 

სამართალდამცველებმა დაკავებული ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. "ექსტაზი" ამოიღეს.  დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. "ექსტაზი" და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით 1,6547 გრამ "მდმა"-ს შეიცავს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით).

ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

კომენტარები