დავით უსუფაშვილი - შენების მოძრაობა

უსუფაშვილმა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატად თენგო შერგელაშვილი წარადგინა

დავით უსუფაშვილმა თავისი პარტიის "შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატად თენგო შერგელაშვილი წარადგინა.

"თენგო, გაგვიძეხი ამ არჩევნებში და გიდგავართ გვერდით,"- ამ სიტყვებით მიმართა უსუფაშვილმა მერობის კანდიდატს.

შენების მოძრაობა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დააფუძნა. მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - ”რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”.

კომენტარები