სტრესი

ნეირომეცნიერების ჯგუფმა სიმღერების სია შექმნეს, რომლებიც სტრესს ამცირებს

bbc.com

დიდ ბრიტანეთში, ნეირომეცნიერების ჯგუფმა კვლევაზე დაყრდნობით სიმღერების სია შექმნეს, რომლებიც, მათი თქმით სტრესსა და მღელვარებას ამცირებს.

კვლევის მონაწილეებს რთული თავსატეხები უნდა ამოეხსნათ, რომლებიც სტრესს იწვევდა. პარალელურად კი ისინი სენსორებთან იყვნენ დაკავშირებულები. ნეირომეცნიერებმა მათ თავსატეხის ამოხსნის პროცესში რამდენიმე სიმღერა ჩაურთეს და მათი გულის ცემის, წნევისა და პულსის შემოწმება დაიწყეს.

ექიმ დევიდ ლუის-დოჯსონზე დაყრდნობით, მონაწილეებში მუსიკა "Weightless" ყველაზე კარგი აღმოჩნდა, რადგან მან მღელვარება 65%-ით შეამცირა.

მუსიკა "Weightless" თერაპევტებთან კოლაბორაციით არის შექმინილი. ნეირომეცნიერების თქმით ის ამცირებს წნევასა და სტრესის ჰორმონ კორტისოლს.

ექიმმა ლუის-დოჯსონმა, სხვა ნეირომეცნიერებთან ერთად ათი სიმღერის სია შექმნა, რომელიც ყველაზე მეტად ამცირებენ სტრესს. ექიმი გვირჩევს, რომ ამ სიმღერების მოსმენის დროს მანქანა არ ვმართოთ, რადგან ეს სახიფათოა.

სიმღერების სია ასე გამოიყურება:

10."We Can Fly", Rue du Soleil (Cafe del Mar)

9."Canzonetta Sull'aria", Mozart

8."Someone Like You" , Adele

7."Pure Shores" , All Saints

6."Please Don't Go", Barcelona

5."Strawberry Swing" , Coldplay

4."Watermark", Enya

3."Mellomaniac (Chill Out Mix)", DJ Shah

2."Electra", Airstream

1."Weightless", Marconi Union

კომენტარები