მცოცავი ოკუპაცია

სერგეენკო: არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება

"არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება,"- ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას მცოცავ ოკუპაციაზე. 

სერგეენკო მიიჩნევს, რომ საზღვრების გადმოწევა დაკავშირებულია 2008 წლის აგვისტოსთან ომთან, რომლის დროსაც, მისივე თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს საზღვრის გადმოწევის ლეგიტიმაცია მისცა. 

"ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ამ ქმედებების [საოკუპაციო ხაზის გადმოწევის] აღწერისას გამოიყენება ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რომელიც თავის საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის, ეს არის, სამწუხაროდ, იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია გაუკეთა მაშინდელმა მთავრობამ. არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება,"- აცხადებს დავით სერგეენკო. 

კომენტარები