რუსეთი

რუსეთის ცენტრალური ბანკი მოსახლეობას: ნაკლები იფიქრეთ ინფლაციაზე

Getty Images

რუსეთის ცენტრალური ბანკი მოსახლეობას ურჩევს ნაკლებად იფიქრონ ინფლაციაზე. ამის შესახებ ბანკის ეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

ბანკის YouTube გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ალექსანდრ მოროზოვი ამბობს, რომ იმის გამო რომ იმ პროდუქტების ფასები რომლებსაც მოსახლეობა ხშირად ყიდულობს (სურსათი, ბენზინი და სხვა) მაგალითად 10% იზრდება მოსახლეობა ფიქრობს, რომ სხვა პროდუქტების ფასებიც ამავე ტემპით იზრდება, თუმცა ეს ასე არაა. 

მაროზოვის თქმით, ინფლაცია იმაზე ბევრად დაბალია ვიდრე ამას მოსახლეობა ფიქრობს, რის დასამტკიცებლადაც ის ე.წ. "ოლივიეს ინდექსზე" საუბრობს (ეს სალათ "ოლივიეს" შემადგენელი კომპონენტების ფასის ინდექსია). მისი თქმით, ოლივიეს ინდექსი გასულ წელს 2%-ზე ნაკლებად გაიზარდა.

მოროზოვის თქმით, გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები ბაზარზე ინფლაციის ზრდის შესაძლებლობას ქმნის, ამიტომაც ის მოსახლეობას ურჩევს ნაკლებად იფიქრონ ინფლაციაზე.

რუსეთში სავალუტო კრიზისი 2014 წლის ბოლოს, მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების შედეგად დაიწყო. ამ პერიოდში რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. 2016 წლის იანვარში ერთი დოლარის ღირებულებამ 77 რუბლს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით ერთი დოლარი 60 რუბლი ღირს. სავალუტო კრიზისის გამო ქვეყანაში ინფლაცია გაიზარდა და მან 2014 წელს 11%, 2015-ში 13% შეადგინა. 2016 წელს კი ინფლაცია შემცირდა და მან 6% შეადგინა. 2017 წელს კი წლიური ინფლაცია საშუალოდ 4.5%-ია.

კომენტარები