პლასტიკური ქირურგია

სტოკჰოლმში კაცი პენისის გადიდების ოპერაციას ემსხვერპლა

healthline.com

30 წლის კაცი, სტოკჰოლმში, პენისის გადიდების ოპერაციას ემსხვერპლა. პაციენტს ასთმის გარდა სხვა დაავადება არ აღენიშნებოდა.

პენისის გადიდების ოპერაცია, სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან აღებული არასასურველი ცხიმის სასქესო ორგანოში მოთავსებით კეთდება.

პაციენტის ოპერაცია ორ ფაზას - პენისის ჯერ სიგრძეში, შემდეგ კი სიგანეში გაზრდას მოიცავდა. მას შემდეგ, რაც პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, 30 წლის კაცს პულსი შეუმცირდა, წნევა დაეცა, საათნახევარში კი გულის შეტევა დაემართა, რასაც მისი გარდაცვლება მოყვა.

საერთაშორისო პლასტიკური ქირურგიის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით, 8,000 პენისის გადიდების ოპერაცია ტარდება, მის შედეგად პაციენტის გარდაცვლების შემთხვევა კი პირველი იყო. 

კომენტარები