ხანძარი

საგანგებო სიტუაციების სააგენტო: კახეთის გზატკეცილზე ხანძარი ლოკალიზებულია

facebook.com/thea.pertaia

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ამავე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის.

შემთხვევის ადგილზე 150 მეხანძრე და 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობს.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, დამწვარია გარეთა საწყობის დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი.

კახეთის გზატკეცილზე სტამბის შენობას ძლიერი ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ გაუჩნდა.

კომენტარები