აშშ-ის სანქციები რუსეთს

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა.

კანონპროექტის მიხედვით ახალი სანქციები რუსეთის გარდა ირანსა და ჩრდილოეთ კორეასაც დაეკისრებათ.

ტრამპის ხელმოწერამდე, რუსეთმა უკვე მიიღო ზომები და აშშ-ს რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პერსონალის შემცირება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვთან ახლოს საელჩოს საზაფხულო რეზიდენციას დაიხურება.

ახალი კანონპროექტი ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას გამკაცრებასა და გაფართოებას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები კონკრეტული სახელმწიფოების, იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიიდან და დაუბრუნოს საკუთარი ქვეყნების საზღვრებზე წვდომა ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებს.

კომენტარები