ლგბტქ თემი

გულისცემით - პირველი ანიმაციური ფილმი გეი წყვილზე

მოიმარაგეთ რაც შეიძლება ბევრი ქაღალდის ხელსახოცი - აუცილებლად დაგჭირდებათ თუკი ახალი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის "In A Heartbeat" ყურებას გადაწყვეტთ. 

ახალი ანიმაციური ფილმი Ringling College-ის ხელოვნებისა და დიზაინის სტუდენეტბის ბეტ დევიდისა და ესტებან ბრავოს მიერ შეიქმნა, როგორც კომპიუტერული ანიმაციების თეზისი, თუმცა ფილმმა ბევრად უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე მხოლოდ სასკოლო პროექტმა. 

Pixar-ის სტილში გადაღებული ახალი ანიმაციური ფილმი კოლეჯის სტუდენტ ბიჭს ეხება, რომელიც ერთი სიმპათიური ყმაწვილის მიმართ თავისი გრძნობების გამო იტანჯება. ფილმში გამოყენებულია გასაოცარი ანიმაციური გული, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ორი ბიჭი ერთმანეთს შეხვდეს. 

სულ რაღაც 4 წუთში ფილმი აღწერს უთვალავი ლგბტქ თემის წევრი ახალგაზრდის გამოცდილებას და მათ აჩვენებს, რომ გრძნობების გამოხატვაში საშიში არაფერია.

ანიმაციური ფილმი YouTube-ზე ორი დღის წინ, 31 ივლისს აიტვირთა და მას უკვე 5 000 000-ზე მეტი ნახვა და სოციალურ ქსელებში არაერთი გამოხმაურება აქვს. მაყურებლები გულისცემის გაგრძელებას დაჟინებით ითხოვენ.

 

კომენტარები