31 ივლისს, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა

მაიკ პენსი

ხვალ, 31 ივლისს საქართველოს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. პაენსი თბილისში ქვეყნის პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოდის.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 31 ივლისს 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

პირველ აგვისტოს კი, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება ღირსეული პარტნიორის მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები