არანაირი განზრახვა, სურვილი, გეგმა არა მაქვს და არანაირი ქმედებები ამ მიმართულებით არ განმიხორციელებია და არ განვახორციელებ. პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, მშიშარა ადამიანის უკანონო ქმედება. მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რა დაჯღაბნეს იქ. ასე ფიქრობს უკრაინის მოქალაქეთა უმეტესობა, ამიტომ, უკანონო აქტებს ჩვენ არ ვაღიარებთ, ისევე როგორც ძაიან ბევრი ქვეყანა მათ არ აღიარებს, ასე რომ, ვიმუშავებთ იმაზე, რასაც ვაკეთბდით - ჩვენ ვაპირებთ შემოდგომაზე დიდ მობილიზაციას უკრაინაში, კონკრეტული თარიღებით, გაწერილი გეგმებით, მე აქტიურად ვარ ამის დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართული.
tbl.ge/2fin
დაკოპირდა

ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში წამყვანის კითხვას, თუ რა გეგმები აქვს მას და აპირებს თუ არა, რომელიმე სხვა ქვეყანას მიმართოს მოქალაქეობის თხოვნით. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




