აშშ-ის სანქციები რუსეთს

ტრამპი რუსეთისათვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს

express.co.uk

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისათვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. კანონპროექტი, რომელიც ახალ სანქციებს არა მარტო რუსეთისათვის არამედ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც შეიცავს სენატმა ტრაპმს ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა.

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის ინფორმაციით, „პრეზიდენტმა ტრამპი გაეცნო კანონპროექტის საბოლოო ვერსიას და იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებების შედეგები მასში ასახულია, ის აპირებს ხელი მოაწეროს კანონპროექტს.“

სანამ ტრამპი კანონპროექტისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა, რუსეთმა უკვე მიიღო ზომები და აშშ-ს რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პერსონალის შემცირება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვთან ახლოს საელჩოს საზაფხულო რეზიდენციას დაიხურება.

აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი თითქმის სრული უმრავლესობით (98 2-ის წინააღმდეგ) გუშინ დაუჭირა.

ახალი კანონპროექტი ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას გამკაცრებასა და გაფართოებას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები კონკრეტული სახელმწიფოების, იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიიდან და დაუბრუნოს საკუთარი ქვეყნების საზღვრებზე წვდომა ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებს.

კომენტარები