ავიაშემთხვევა

1200 მეტრ სიმაღლეზე თვითმფრინავი შტორმში მოყვა და დაზიანდა - პილოტმა დაშვება შეძლო

თურქული ავიაკომპანია ატლასგლობალის თვითმფრინავი სტამბოლიდან აფრენის შემდეგ შტორმში მოყვა და მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა, პილოტმა დაჯდომა მაინც შეძლო.

თვითმფრინავი რეისს სტამბოლიდან ერჯანის (ჩრდილოეთ კვიპროსი) მიმართულებით ასრულებდა.


ფოტო: www.milliyet.com.tr

როგორც უკრაინელი პილოტი ალექსანდრ აკოფოვი ყვება, შტორმში მოხვედრისას თვითმფრინავი დაახლოებით 1200 მეტრ სიმაღლეზე იყო აფრენილი. მსხვილი სეტყვის შედეგად დაზიანდა თვითმფრინავის კორპუსი, მათ შორის, პილოტების კაბინა. 

"კაპიტანი, ფაქტობრივად, ბრმად მართავდა. ამბობდნენ, რომ ის თვითმფრინავის დასმას ვერ შეძლებდა. როდესაც დასვა, მთელი აეროპორტი ტაშს უკრავდა", - წერს აეროპორტის სტუმარი, ოლეგ ლონგული ფეისბუქზე.

თვითმფრინავის ბორტზე 127 ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინელ პილოტ ალექსანდრ აკოფოვს ფრენის 13 908-საათიანი გამოცდილება აქვს.

კომენტარები