საკონსტიტუციო რეფორმა

მოგერინი საკონსტიტუციო რეფორმაზე კონსენსუსის ნაკლებობის გამო სინანულს გამოთქვამს

blogs.ft.com

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე კონსესუსის ნაკლებობის სინანული გამოთქვა. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისადმი მოგერინის საპასუხო წერილს, თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

"მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერისა და ჩემს მიმართ, სადაც თქვენ, 32 სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად, გამოხატავთ საერთო შეშფოთებას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით კონსტიტუციური რეფორმის პროცესის სხვადასხვა ეტაპს, ვითვალისწინებდით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ევროკავშირი მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებულ მზადყოფნას, გაეზიარებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. პარლამენტში პირველი და მეორე მოსმენისთვის წარდგენილი საკონსტიტუციო პროექტი ადასტურებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა მის ძალაში შესვლას 2024 წლამდე გადაავადებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ [კონსტიტუციის პროექტში] უკანასკნელი ცვლილებები სრულიად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდა. სინანულს გამოვთქვამთ რეფორმის გადამწყვეტ ეტაპაზე ჩართულობისა და კონსენსუსის ნაკლებობის გამო. თავიდანვე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრებისას ჩვენ მხარს ვუჭერდით ინკლუზიურ და კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესების წარმართვას. გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას, რათა მიღწეული იყოს რეფორმის ფართო და გრძელვადიან კონსენსუსზე დაფუძნება", - აღნიშნულია წერილში.

კომენტარები