27 ივლისს, ელექტრომომარაგება ისნის რაიონს შეეზღუდება

Reuters

დღეს, 27 ივლისს, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებია.

კერძოდ, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის და ფერიცვალების ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები