საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ხანძრის გამო სულ მცირე 10 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საფრანგეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დასახლებულია და ზაფხულობით, ამ ადგილებში დამსვენებლების მატების გამო მოსახლეობის რიცხვი სამჯერ იზრდება.
სტიქიის ზონაში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლი დაახლოებით 4000 ჰექტარზეა მოდებული.
სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას, 4000-ზე მეტი მეხანძრე იღებს.





