NDI-ის კვლევა

NDI: 28% - თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირობები გაუარესდა, 21% - გაუმჯობესდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 28%-სთვის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საცხოვრებელი პირობები გაუარესდა, 21%-სთვის გაუმჯობესდა, ხოლო 49%-სთვის იგივე დარჩა.

2015 წლის გამოკითხვით, NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 9% პასუხობდა, რომ მისი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, 43% - გაუარესდა, ხოლო 47% ამბობდა, რომ იგივე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ დასახლებების მიხედვით, თბილისში უფრო მეტი გამოკითხული (33%) პასუხობს, რომ მისი საცხოვრებელი პირობები გაუარესდა, ვიდრე პატარა ქალაქებში (25%), სოფლებსა (27%)და უმცირესობების დასახლებებში (19%). რაც შეეხება დიდ ქალაქებს, იქ კვლევაში მონაწილეთა 29% მიუთითებს, რომ მისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მისი პირობები გაუარესდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები