NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სიღარიბე და სამუშაო ადგილებია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია სამუშაო ადგილები (52%). მეორე ადგილზეა სიღარიბე (31%), ხოლო მას მოსდევს ტერიტორიული მთლიანობა (30%), ფასების ზრდა (28%) და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (25%).

NDI-ის გამოკითხულებისთვის, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია ციხეები/პატიმრები (1%), მედიის დამოუკიდებლობა (1%) და უმცირესობების უფლებები (0%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები