ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა

usnews.com

ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, 31 წლის ქალს მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მათივე ცნობით, დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო სამსახურებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 11 პრიმა - 117-ე, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი აირაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.

კომენტარები