ხულიგნობა

POG: შსს-ს თანამშრომელი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისთვის დავაკავეთ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

აჭარის პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, შსს-ის ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ა.დ. დააკავა. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა ა.დ., რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ ეცვა სამსახურებრივი მაისური და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს  ქუჩაში იმყოფებოდნენ რ.ქ, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლად მცხოვრები პირები. ა.დ.-მ რ.ქ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. რ.ქ.-მ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ა.დ. მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა.დ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ.ქ.-ს მეგობარს მ.დ.-ს  და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე  მყოფი სხვა პირების მიმართ", - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ა.დ.-მ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

უწყებისვე ინფორმაციით, ა.დ. სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
 

კომენტარები