ხულიგნობა

წინანდალში სუპერმარკეტში ქურდობა სცადეს

წინანდალში ერთ-ერთ სუპერმარკეტში რამდენიმე პირი შეიჭრა. როგორც თვითმხილველი ყვება, მათ პროდუქტის მოპარვა სცადეს, რაც მარკეტის მფლობელებმა შენიშნეს და შეაჩერეს. ამას კი შეჭრილების მხრიდან მაღაზიის ინვენტარის დალეწვა მოჰყვა.

თავდამსხმელები მიიმალნენ. შსს-მ გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები