საფრანგეთი

საფრანგეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გადადგა

EPA

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პიერ დე ვილიემ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა.

გადადგომის შესახებ განცხადებაში დე ვილიე აღნიშნავს, რომ "მას აღარ შეუძლია უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების ის მოდელი, რომელსაც შეუძლია საფრანგეთისა და ფრანგების დაცვა". 

ემანუელ მაკრონმა დე ვილიეს განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. 

ემანუელ მაკრონსა და პიერ დე ვილიეს შორის ურთიერთობები თავდაცვითის ბიუჯეტის მკვეთრი შემცირების (850 მილიონი ევროთი) გეგმების გამო დაიძაბა. პიერ დე ვილიემ მთავრობის აღნიშნული გეგმები ღიად გააკრიტიკა, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტმა დე ვილიეს სუბორდინაციის დაცვისკენ მოუწოდა.

დე ვილიე საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები