WizzAir

WizzAir-ი დიდი ზომის ხელბარგისთვის გადასახადს აუქმებს

29 ოქტომბრიდან საავიაციო კომპანია Wizzair-ი ხელბარგისთვის გადასახადებს აუქმებს. ამის შესახებ კომპანიამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

"ფანტასტიკური ახალი ამბავი! 2017 წლის 29 ოქტომბრიდან თქვენ შეგეძლებათ, რომ დიდი ხელბარგი (55x40x23 სმ) თვითმფრინავში აიტანოთ და ეს ბილეთის ფასში იქნება შესული,"- წერია პოსტში. 


ამ ცვლილებამდე თვითმფრინავში უფასოდ მხოლოდ პატარა ხელჩანთის (42X32X25 სმ) ატანა შეგეძლოთ. დიდი ხელბარგი კი ბილეთის ფასისა და მიმართულებების მიხედვით განისაზღვრებოდა. 29 ოქტომბრამდე საიტზე ყიდვის შემთხვევაში დიდი ხელბარგის ფასი 10-16 ევროა, ხოლო აეროპორტში დამატების შემთხვევაში, საფასური 35 ევროს აღწევს.

კომენტარები