შსს

შსს: ხონის რაიონში მამაკაცი დაჭრეს

metro.us

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთში, ხონის რაიონში დაჭრილი მამაკაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის დაჭრა ქურდული გარჩევის შემდეგ მოხდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. შსს-ის ცნობით, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კომენტარები