ნარკოდანაშაული

შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ნარკოდანაშაულისთის ერთი პირი დააკავა. სამართალდამცავებმა 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში  დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,1921 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების   68 აბი   და  ნატეხები ამოიღეს."
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და  მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

კომენტარები