ოკუპირებული ტერიტორიები

"ქართველთა მარშის" პარალელურად ბერშუეთში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

timer.ge

 

14 ივლისს ქართველი ნეოფაშისტები ე.წ "ქართველთა მარშს" მართავენ, რომლის გაცხადებული მიზანი ქვეყნის "არალეგალი იმიგრანტებისგან გასუფთავებაა". პარალელურად, ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება.

"გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია", - წერია აქციის Facebook event-ის აღწერაში.

იხილეთ ტაბულას სტატია ე.წ "ქართველთა მარშზე".

კომენტარები