ნაძალადევის რაიონის ნაწილს 13 ივლისს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

pennystockresearch

ნაძალადევის რაიონის ნაწილს, ხვალ, 13 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზ-თბილისი მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, 13 ივლისს, 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის რაიონში, სანერგე მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის და სანერგე დასახლების საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება 18:00 საათიდან აღდგება. 

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებს კომპანია. 

კომენტარები