Al Sumaria TV: ე.წ. ისლამური სახელმწიფო აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილს ადასტურებს

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი
Reuters

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს.

ინფორმაციას ერაყული არხი Al Sumaria ერაყის ქალაქ ნინევიაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფების მებრძოლებმა მოკლე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვდარია.

შეგახსენებთ, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ცნობები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა დაჯგუფებას ეს ცნობები ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ უკანასკნელ ცნობას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაახლოებით ერთი თვის წინ ავრცელებდა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სავარაუდოდ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი რუსული ავიაციის დარტყმების დროს, სირიაში ქალაქ რაქას მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპა, თუმცა ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდებოდა.

კომენტარები