NATO-უკრაინის ურთიერთობა

სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და სამხედრო შეირაღება უკრაინიდან

იენს სტოლტენბერგი
NATO

კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და სამხედრო შეიარაღება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ტერიტორიიდან", - თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ათასობით სამხედროს დესტაბილიზაციის მიზნით აგზავნის, მხარს უჭერს სეპარატისტებს და კიბერთავდასხმებსაც ახორციელებს.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ და აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები გმობენ კრემლის ნაბიჯებს და მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას.

კომენტარები