აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება

შს მინისტრი მუხტარლიზე: გატაცების სცენებს ხელოვნურად ვერ დავდგამთ

ამოვიღეთ ყველა აუდიოჩანაწერი, რომელზეც მუხტარლის ადვოკატმა მიგვითითა, თითოეული მათგანის ანალიტიკური დამუშავება ხდება. სხვათაშორის, გადავეცით მუხტარლის ადვოკატსაც, მაგრამ მას ისინი არ მოეწონა, რადგან მათზე არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენებს და მისთვის სასურველ სცენებს ვერ დავდგამთ. ვითომ გულშემატკივრებს და ვითომ აღშფოთებულებს მინდა ვუთხრა, გამოძიება აუცილებლად დასრულდება და ჩვენ დავდებთ მის შედეგს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საუბრობს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის, საქმეზე, რომელიც სავარაუდოდ, ქალაქიდან გაიტაცეს

კომენტარები