ჰეიდენ კროსი პირველი მამაკაცია ბრიტანეთში, რომელმაც შვილი გააჩინა.
კროსის ოჯახის ცნობით, ჰეიდენს საკეისრო კვეთით გოგო - ტრინიტი ლეი გაუჩნდა.
21 წლის ტრანსგენდერი (ქალიდან - კაცზე), სამი წელია რაც იურიდიულად კაცია.
მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ჰეიდენ კროსმა მას შემდეგ მიიპყრო, რაც გამოაცხადა რომ სპერმის დონორისგან ორსულად იყო.
ჰეიდენ კროსმა ტრანზიციის პროცესი შეაჩერა, რომ შვილი გაეჩინა.
"ბიოლოგიური შვილის ყოლა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა მყოლოდა შვილები",-თქვა ერთერთ ინტერვიუში კროსმა.
კროსის თქმით, რამდენიმე თვეში მკერდისა და საკვერცხეების მოშორების ოპერაციას გეგმავს.





