კინემატოგრაფია

ტომ ჰენქსი 61 წლის გახდა

egyptianstreets.com

ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენქსი 61 წლის გახდა. მან სამსახიობო კარიერა 1977 წელს დაიწყო.

ტომ ჰენქსმა ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო მთავარი როლის შესრულებისთვის ორჯერ ზედიზედ აიღო. 1993 წელს ფილმისთვის "ფილადელფია" და 1994 წელს ფილმისთვის "ფორესტ გამპი".

1996 წელს ჰენქსის სარეჟისორო დებიუტი ფილმით "აპოლო 13" შედგა.

ტომ ჰენქსი ცნობილია ფილმებით - "რიგითი რაიანის გადასარჩენად", "თქვენთვის წერილია", "მწვანე მილი", "გარიყული" და "დამიჭირე თუ შეძლებ".

კომენტარები