რუსეთი-ევროკავშირი

იუნკერი: რუსეთისა და ევროკავშირის პრობლემა ცნობილია - ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა

kremlin.ru

დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, იუნკერმა განაცხადა რუსეთსა და ევროკავშირს შორის პრობლემები ყველასთვის ცნობილია - ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა.

"ევროკავშირსა და რუსეთს შორის პრობლემები ყველასთვის ცნობილია - ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა. თუმცა, ევროკომისია არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ მოვიძიოთ შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის საერთო ინტერესებისთვის", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა.

ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, ის მოხარულია, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა შედგა.

"მოხარული ვარ, რომ G20-ის ფარგლებში შევხვდით. მიუხედავად არსებული პრობლემებისა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ურთიერთობა. აპრილში ქალბატონი მოგერინი იმყოფებოდა მოსკოვში. 1 ივლისს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროკომისიასთან გაგრძელდება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროკომისიასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თანამშრომლობის ფარგლებში მათი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა არსებობს.

კომენტარები