მსოფლიო მოდა

ნაომი კემპბელი და კეიტ მოსი ბრიტანული Vogue-ს რედაქტორის მოადგილეები იქნებიან

ცნობილი სუპერმოდელები ნაომი კემპბელი და კეიტ მოსი ჟურნალ Vogue-ის ბრიტანული გამოცემის რედაქტორის მოადგილეები იქნებიან. ამბავი ოფიციალურად 2 დღის წინ გახდა ცნობილი. 

სუპერმოდელებმა შეთავაზება ჟურნალის ახალი რედაქტორის ედვარდ ინინფულისგან მიიღებენ. მათთან ერთად კი, ოსკაროსანი რეჟისორი სტივ მაქუინიც იმუშავებს. 

ინინფულის თქმით, ის ძალიან გახარებულია ჟურნალის ახალი სამუშაო ჯგუფით. 

"ნაომისა და კეიტის, როგორც სუპერმოდელებისა და სტილის შემქმნელების, გავლენა დღევანდელ კულტურაზე უზარმაზარია,"- ამბობს ის. 

კომენტარები