ოჯახში ძალადობა

ცოლსა და შვილზე ძალადობაში ბრალდებულ პირს, სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

usnews.com

ცოლსა და შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 მარტს, დ.ნ.-მ შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მისი მეორე, არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. ასევე დ.ნ-მ 24 აპრილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო 25 აპრილს მაღაზიაში მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მისმა შვილმა და მეუღლემ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს,"- წერია განცხადებაში. 

ბრალდებული სამართალდამცველებმა 19 მაისს დაკავეს. 

კომენტარები